დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №69/2018 - ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №74/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №69/2018
19 თებერვალი, 2018

,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №74/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ და ,,ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და ,,წ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის №2955/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №74/2012 დადგენილებაში:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესი (დანართი №1).“;

გ) პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის:

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესი“;

გ.ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კრედიტების აღიარების პრინციპები

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში - უნივერსიტეტი) საქართველოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (შემდგომში - პირველადი უსდ) მობილობის, შიდა მობილობის ფარგლებში გადმოსული ან აღდგენილი სტუდენტების (შემდგომში - სტუდენტი) კრედიტების აღიარება ექვემდებარება შემდეგ პრინციპებს:

ა) ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ საკრედიტო სისტემასთან (ECTS) შესაბამისობა;
ბ) სტუდენტის მიერ არჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობა და თავსებადობა;
გ) საუნივერსიტეტო კურიკულუმთან შესაბამისობა და თავსებადობა (ეს ეხება ე.წ. თავისუფალ კრედიტებს);
დ) სხვა საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსებთან შესაბამისობა და თავსებადობა (ეს ეხება ე.წ. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოპოვებულ თავისუფალ კრედიტებს).“;

გ.გ) მე-3 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასწავლო კურსების კრედიტების აღიარება ხდება სწავლის მიზნებიდან და შედეგებიდან გამომდინარე, სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების სილაბუსების/ანოტაციების/აღწერილობის ანალიზის შედეგად (საჭიროების შემთხვევაში).
2. კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში სტუდენტს მოსთხოვოს მის მიერ გავლილი სასწავლო კურსის სილაბუსები/ანოტაციები/აღწერილობა. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება აღდგენილ სტუდენტებზე.
3. თსუ უფლებამოსილია აღიაროს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები აკადემიური უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისათვის უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით.“;

გ.დ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსის კრედიტების რაოდენობა აღემატება უნივერსიტეტის შესაბამისი სასწავლო კურსის კრედიტების რაოდენობას, მაშინ სრულად აღიარდება სტუდენტის მიერ გავლილი კრედიტების რაოდენობა.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე




გამოქვეყნების თარიღი:2018-02-27 13:20:34