19 თებერვალი, 2018
„უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 5 ნოემბრის №105/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება „უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 5 ნოემბრის №105/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:
ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უცხოეთის უსდ–ში სწავლის დროს დაგროვებული კრედიტების აღიარება ხდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №74/2012 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის“ შესაბამისად.“;
ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრულ ძირითად ვადებში შეფასების გაუმჯობესების მიზნით სემესტრულ სამუშაო ნორმად დადგენილი კრედიტების ფარგლებში გააუმჯობესოს უცხოეთის უსდ-ში გავლილ სასწავლო კურსში მიღებული დასკვნითი გამოცდის ქულა. გადაწყვეტილებას სტუდენტისთვის შესაბამისი უფლების მინიჭების შესახებ იღებს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო. დასკვნით გამოცდას სტუდენტი აბარებს შესაბამის ფაკულტეტზე/საგამოცდო ცენტრში ინდივიდუალური წესით, აღნიშნულ სასწავლო კურსთან თავსებად საგანში. საბოლოო შეფასება ხდება უცხოეთის უსდ-ში მიღებული შუალედური შეფასების/შეფასებების და უნივერსიტეტში ჩაბარებული დასკვნითი გამოცდის შეფასებების ჯამით.”;
გ) თანდართული ფორმა N1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის
________________________ ფაკულტეტის დეკანს,
ქ–ნ/ბ–ნ ______________________________________
_____________________________ (სახელი, გვარი)
განცხადება
N |
გავლილი სასწავლო კურსი / მოდული / შესრულებული კვლევითი სამუშაო / გავლილი პრაქტიკა |
მიღებული შეფასება ( არსებობის შემთხვევაში ) |
კრედიტი ( არსებობის შემთხვევაში ) ან კურსის / კვლევითი სამუშაოს / პრაქტიკის მოცულობა ( სემესტრული საკონტაქტო საათების რაოდენობა ) |
1. |
|
|
|
2. |
|
|
|
3. |
|
|
|
4. |
|
|
|
5. |
|
|
|
6. |
|
|
|
სახელი, გვარი
ხელმოწერა
თარიღი“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე