დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №77/2018 - „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება №77/2018
26 თებერვალი, 2018

„დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 23 თებერვლის №3561/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 26 თებერვლის №5 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებაში:

ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

ა.ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დოქტორანტობის კანდიდატი  წარმოადგენს განაცხადს  და  გადის გასაუბრებაზე ან აბარებს  მისაღებ  გამოცდას  სპეციალობაში  შესაბამის  პროგრამაზე  მიღების წინაპირობების გათვალისწინებით. გასაუბრებაზე ან სპეციალობაში გამოცდაზე დოქტორანტობის კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები  უნდა იყოს წინასწარ დამტკიცებული, საჯარო და ხელმისაწვდომი.  შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების პროცედურა რეგულირდება შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით.“;

ა.ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამეცნიერო ხელმძღვანელმა შეიძლება უხელმძღვანელოს აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე არაუმეტეს ხუთ დოქტორანტს. დასაშვებია ხუთზე მეტი დოქტორანტის თანახელმძღვანელობა.“;

ა.გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დოქტორანტის სასწავლო კომპონენტი გულისხმობს შემდეგ აქტივობებს:
ა)   მინიმუმ ერთი სემინარი (10-30 კრედიტი, სავალდებულო);
ბ) სხვა სადოქტორო სავალდებულო და არჩევითი სასწავლო აქტივობები (სასწავლო კურსები/მოდულები, პრაქტიკა, პროფესორის ასისტენტობა და სხვ.) განისაზღვრება სადოქტორო პროგრამითა და ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით;
გ) კვლევის მეთოდები (არანაკლებ 5-15 კრედიტი, სავალდებულო 2018-2019 სასწავლო წლიდან ჩარიცხული დოქტორანტებისთვის).“;

ა.დ) მე-9 მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო სადისერტაციო კვლევის შედეგები წარმოდგენილი უნდა იქნას ერთ-ერთ ევროპულ სამეცნიერო ენაზე (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული). სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.“;

ა.ე) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. დოქტორანტი ვალდებულია,  დისერტაციის  დაცვის  შემდეგ  ფაკულტეტის  მიერ დადგენილ ვადაში გამოაქვეყნოს დისერტაცია ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით, დისერტაციის ერთი ბეჭდური ან ელექტრონული ეგზემპლარი უნდა გადაეცეს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას. დისერტაცია ელექტრონული ფორმით უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის გამომცემლობის ვებგვერდზე და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის  ვებგვერდზე.“;

ა.ვ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. იმ დოქტორანტებისთვის, რომლებიც დოქტორანტის სტატუსს მოიპოვებენ 2018-2019 სასწავლო წლიდან, დისერტაციის დაცვის აუცილებელი პირობაა შემდეგი სახის ორი სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნება - რეფერირებადი (Peer-reviewed) სამეცნიერო სტატიები ისეთ საერთაშორისო ჟურნალებში (ან საკონფერენციო მასალებში), რომლებსაც აქვთ ISSN კოდი და ჰყავთ საერთაშორისო სარედაქციო საბჭო (ან სამეცნიერო კომიტეტი) და რომლებიც ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით და არის ღია საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ამავდროულად, ამ ორი პუბლიკაციიდან ერთი მაინც უნდა იყოს ისეთ საერთაშორისო ჟურნალში (ან საკონფერენციო მასალებში), რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის ან Web of Science-ის, ან ERIH PLUS-ის  (ERIH PLUS მხოლოდ იმ დოქტორანტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ქართველოლოგიის და კავკასიოლოგიის მიმართულებებით) ბაზებში.";

ა.ზ)  მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. იმ სადოქტორო პროგრამების შემთხვევაში, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აგრეთვე უცხოეთის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორის აკადემიური ხარისხი, შესაძლებელია არსებობდეს სადისერტაციო კომისიის შექმნის განსხვავებული წესი, რომელსაც ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.“;

ა.თ) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. იმ სადოქტორო პროგრამების შემთხვევაში, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აგრეთვე უცხოეთის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორის აკადემიური ხარისხი, შესაძლებელია არსებობდეს დისერტაციის დაცვის განსხვავებული რეგლამენტი, რომელსაც ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.“;

ა.ი) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 მუხლი:

„მუხლი 17. გარდამავალი დებულებები

წინამდებარე დებულების მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ვრცელდება მხოლოდ იმ დოქტორანტებზე, რომლებიც შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე ჩაირიცხნენ 2018-2019 სასწავლო წლამდე.“;

ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  №3 დანართში საუნივერსიტეტო სასწავლო კურსების განმარტება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საუნივერსიტეტო სასწავლო კურსები (5-30 კრედიტი) – იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური წარსულიდან (მინიჭებული კვალიფიკაცია) ან სადისერტაციო ნაშრომის სპეციფიკიდან გამომდინარე, დოქტორანტს სჭირდება გარკვეული დარგობრივი კომპეტენციების დამატებით შეძენა, მას აქვს უფლება თავისი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელთან და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელთან (კოორდინატორთან) შეთანხმებით გაიაროს ესა თუ ის სასწავლო კურსი, რომელიც შემოთავაზებულია მთელი საუნივერსიტეტო კურიკულუმის ფარგლებში (ეს ეხება განსაკუთრებით იმ დოქტორანტებს, რომლებიც დოქტორანტურაში იცვლიან სპეციალობას). ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სასწავლო კურსების გავლის უფლება ეძლევა დოქტორანტს, რომელიც სწავლების მესამე საფეხურზე იცვლის სპეციალობას. ამ შემთხვევაში დოქტორანტს არ ენიჭება კრედიტები, თუმცა აღნიშნული სასწავლო კურსები მას აძლევს საშუალებას, რომ მიიღოს სპეციფიკური დარგობრივი ცოდნა და გამოიმუშავოს გარკვეული დარგობრივი თუ ტრანსფერული უნარები, სადისერტაციო ნაშრომის საჭიროებებიდან გამომდინარე.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე




გამოქვეყნების თარიღი:2018-02-27 14:53:34