დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №85/2018 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №85/2018
26 თებერვალი, 2018

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 22 თებერვლის №3441/10 და 23 თებერვლის №3504/10 წერილებისა და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 26 თებერვლის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) III ნაწილის „ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 77);
ბ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო   პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 78);
გ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 79-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო  პროგრამა „ტურიზმი (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 79);
დ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-80 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი 80);
ე) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი 81);
ვ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 82-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა)“ (დანართი 82);
ზ) III ნაწილის „გ“ პუნქტის 84-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი 84);
თ) III ნაწილის „გ“ პუნქტის 85-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი 85);
ი) III ნაწილის „გ“ პუნქტის 86-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო   პროგრამა „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის სადოქტორო პროგრამა)“  (დანართი 86);
კ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 94-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ (დანართი 94);
ლ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 95-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „სტომატოლოგია“ (დანართი 95);
მ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 96-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 96);
ნ) V ნაწილის „გ“ პუნქტის 97-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ოკუპაციური თერაპია“ (დანართი 97);
ო) V ნაწილის „დ“ პუნქტის 98-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (დანართი 98);
პ) V ნაწილის „ე“ პუნქტის 99-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კლინიკური და ტრანსლიაციური მედიცინა“ (დანართი 99);
ჟ) V ნაწილის „ე“ პუნქტის მე-100 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ (დანართი 100).

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს წევრი




გამოქვეყნების თარიღი:2018-03-05 17:42:40