დადგენილება №87/2018
19 მარტი, 2018
19 მარტი, 2018
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2018 წლის 18 იანვრის №10/01-01, №11/01-01 და №12/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2018 წლის 26 თებერვლის №82/2018 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 09.03.2018, №4627/32) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 მარტის №6 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
1.1. სამედიცინო რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის დეპარტამენტი
ა) სოფიო კახაძე - პროფესორი.
1.2. გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი
ა) მამუკა ჩხაიძე - ასოცირებული პროფესორი.
1.3. ონკოლოგიის დეპარტამენტი
ა) ირინე გაგუა - ასისტენტ-პროფესორი.
1.4. ადამიანის ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტი
ა) ნანა გოიშვილი - ასისტენტ-პროფესორი.
2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №71/2012 დადგენილების X ნაწილის „ბ“ და XVI ნაწილის „დ“ ქვეპუნქტები.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე