დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №98/2018 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

დადგენილება №98/2018
2 აპრილი, 2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2017  წლის 6 მარტის №39/01-01 და 25 ივლისის №144/01-01 ბრძანებების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 მაისის №49/2017 დადგენილების მე-4 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის  დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის №137/2017 დადგენილების, “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 მაისის №49/2017 დადგენილების მე-4 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო-სააპელაციო კომისიისათვის უნივერსიტეტის რექტორის 2017  წლის 6 მარტის №39/01-01 და 25 ივლისის №144/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №65/2018 დადგენილების,  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 მაისის №49/2017 დადგენილების მე-4 პუნქტი) გადაწყვეტილების (წერილი: 03.01.2018, №18/10-02), საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილი: 23.03.2018, №7427/10-02) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 2 აპრილის №8 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების (2018 წლის 12 თებერვლამდე - პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტი) ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს ავთანდილ ტუკვაძე.

2. ამოღებულ იქნეს “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე



გამოქვეყნების თარიღი:2018-04-16 11:56:15