2018-11-17

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
2018 წლის 16 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირდაპირი წესით 140 დელეგატი აირჩიეს.


არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია თსუ-ის ყველა საფეხურის სტუდენტს.

კანდიდატთა რეგისტრაცია და სარეგისტრაციო ბლანკის გაცემა იწარმოებს 5 ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00-14:00 სთ) სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემდეგ მისამართზე: თსუ პირველი კორპუსი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი №211.

დამკვირვებლების რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00-14:00 სთ) სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი №211.

დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაცია:
დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის მიზნით უნდა წარმოადგინოს:
ა)პირადობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი;
ბ)ცნობა, რომ ის სწავლობს თსუ-ის იმ ფაკულტეტზე, რომელზეც ის იყრის კენჭს;
გ)სარეგისტრაციო ბლანკით იმ ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების (ამომრჩეველი) საერთო რაოდენობის 2 (ორი) პროცენტის ხელმოწერა (მხარდამჭერ ამომრჩეველთა აღრიცხვის დოკუმენტი), რომელზეც სურს, რომ იყაროს კენჭი.

სტუდენტური ორგანიზაციების რეგისტრაცია:

1. სტუდენტურმა ორგანიზაციამ (სტუდენტურ ორგანიზაციათა კოალიციამ) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის მიზნით უნდა წარმოადგინოს:
ა)სარეგისტრაციო ბლანკით იმ ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების (ამომრჩეველი) საერთო რაოდენობის 30 (ოცდაათი) პროცენტის ხელმოწერა (მხარდამჭერ ამომრჩეველთა აღრიცხვის დოკუმენტი), რომელზეც სურს, რომ მისმა კანდიდატმა იყაროს კენჭი;
ბ)ამონაწერი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდების ასლი, სტუდენტურ ორგანიზაციათა კოალიციის შემთხვევაში – კოალიციაში შემავალი თითოეული სტუდენტური ორგანიზაციის ამონაწერი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და წესდების ასლი;
2.სტუდენტურ ორგანიზაციას (სტუდენტურ ორგანიზაციათა კოალიციას), რომელსაც არჩევნების საფუძველზე შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში ჰყავს მოქმედი დელეგატი, არ სჭირდება მხარდამჭერთა სიების შეგროვება.
3.რეგისტრირებულ სტუდენტურ ორგანიზაციას (სტუდენტურ ორგანიზაციათა კოალიციას) უფლება აქვს, ფაკულტეტის ნებისმიერ საარჩევნო ოლქში წარადგინოს კანდიდატების ის რაოდენობა, რამდენი მანდატიც არის ოლქში.

ბრძანება №001-005 სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გამოცხადების შესახებ.


სტუდენტთა სიები:

საარჩევნო უბნები
Print

« იხ. ყველა სიახლე