2018-08-24

საქართველოს პრეზიდენტმა ესეების კონკურსში "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ესეების კონკურსში "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
პრეზიდენტის სასახლეში, ესეების კონკურსის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სტუდენტებს შორის, ორივე საპრიზო ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა - ნანი მანველიშვილმა და ლანა კაპანაძემ მოიპოვეს.

საპრიზო ადგილებზე გასულ კონკურსანტებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ჩატარდა რომელიც "განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტმა" (EARI) განახორციელა.
Print

« იხ. ყველა სიახლე