2019-12-02

თსუ 2019 წლის “საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის“ ლიდერია

თსუ  2019 წლის “საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის“ ლიდერია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის “საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის“ (გამარჯვებული პროექტები) ლიდერია.
გამარჯვებული 24 პროექტიდან 7 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 29%) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მეცნიერებს ეკუთვნით. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ თსუ-დან კონკურსში მონაწილე  7 პროექტდან 7-ვე წარმატებული აღმოჩნდა.
საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია, ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების (წიგნი/ მონოგრაფია/საგნობრივი ენციკლოპედია) შერჩევას და მათ გამოქვეყნებას.
Print

« იხ. ყველა სიახლე