2019-05-08
თსუ გუნდი კონკურსს "რა, სად, როდის" გამარჯვებულია
საქართველოს პარლამენტისა და IDFI -ის ( ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ინიციატივით, 2 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა კონკურსი: „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ.“
კონკურსში მონაწილე საქართველოში არსებული 18 უმაღლესი სასწავლებლის ნაკრებიდან, I ადგილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დაიკავა. მის შემადგენლობაში გახლდენ: ვასილ ქარსელაძე (კაპიტანი), გიგა ჩალიგავა, რატი ოქროპირიძე, თორნიკე ჩოგოვაძე, ვიტალი მაჭავარინი, დემეტრე ქარდავა. გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
« იხ. ყველა სიახლე