![Main IMG](img/metsniereba1-286.png)
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
![](img/doc/ანანიაშვილი.jpg)
იური ანანიაშვილი
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების პროფესორი, ეკონომეტრიკის კათედრის ხელმძღვანელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, ეკონომიკის მათემატიკური მოდელირების, მაკროეკონომიკისა და მიკროეკონომიკის პრობლემებზე. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. თსუ-ში ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის სამეცნიერო ფორუმზე მისი მოხსენება საუკეთესოდ იქნა მიჩნეული.