2005 წლიდან დღემდე არის თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ნეირო და კოგნიტური ფსიქოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი და ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი.
წლების განმავლობაში იყო გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის კონსულტანტი; თსუ ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი; თსუ ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი; პ. სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგი; თსუ ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის მასწავლებელი; დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.1996 წლიდან დღემდე არის ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაციის პრეზიდენტი.
1986 წლიდან დღემდე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში კითხულობს სალექციო კურსს. 2009 წლიდან დღემდე კი თსუ-ში კლინიკური ფსიქოლოგიის საფუძვლებს (ბაკალავარიატი). არის 33 მაგისტრის, 9 – დოქტორანტის, მათგან 5-ს აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი სამეცნიერო ხელმძღვანელი.
მონაწილებოდა ათობით პროექტში და ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას.