მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო კვლევის პრიორიტეტებია: გულფილტვის სინდრომი, სისხლძარღვთა რესტრუქტურიზაცია, მეტაბოლური სინდრომის ულტრასტრუქტურული საფუძვლები. არის 4 წიგნის და 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
საქართველოს პათოლოგანატომთა და ციტოპათოლოგთა ასოციაციის წევრი, ევროპის ელექტრონული მიკროსკოპიის საზოგადოების წევრი; ჟურნალ „Georgian Medical News“ სარედაქციო კოლეგიის და ჟურნალ „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის“ სარედაქციო საბჭოს წევრი; სისტემატურად მონაწილეობს მოხსენებებითა და სალექციო კურსებით საერთაშორისო პროფესიულ ტრინინგებისა და სემინარების მუშაობაში; არის არაერთი საერთაშორისო და რეგიონული საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი და კოორდინატორი. კითხულობს სპეციალურ კურსს თსუ რეზიდენტებთან და დოქტორანტებთან ემბრიოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.