გეოგრაფიის დოქტორი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფა-კულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ნამდვილი წევრი, ჟურნალების "კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალი" და "საქართველოს გეოგრაფია" სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს ეროვნული ატლასის (2012) რედკოლეგიის წევრი, "თსუ ნორჩ გეოგრაფთა სკოლის" კოორდინატორი, გეოგრაფიაში ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი. Aარის 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ საერთაშორისო (UNEP, WWF,WB, CEU, GTU, GTZ, GEF/UNDP და სხვ.), თუ ადგილობრივ პროექტებში.
მისი კვლევის სფეროებია: ლანდშაფტების სივრცე-დროითი ანალიზი, ლიმოლოგია და გის-ტექნოლოგიები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს სალექციო კურსებს: გეოგრაფიის კვლევის მეთოდები, გეოინფორმაციული და ექსპერტული სისტემები, კავკასიის ბუნებრივი რესურსები, მდგრადი ეკოლოგიური განვითარება და საქართველოს ლანდშაფტების კადასტრი.