ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ქართული ენის ინსტიტუტის პროფესორი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ძველი ქართული ენა, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, შუა საუკუნეების ძველი ქართული თარგმანები, ქართული პალეოგრაფია, კოდიკოლოგია, ახალი აღთქმის ქართული თარგმანის ტექსტისა და ენის საკითხები. იგი არის 1 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოს და 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი;
თსუ-ში მუშაობს 1982 წლიდან. სხვადასხვა დროს ფილოლოგიისა და ჰუმანიტრულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე მიჰყავდა და ამჟამადაც კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს: ქართული პალეოგრაფია, ქართული ხელნაწერთმცოდნეობა, ძველი ქართული ენა, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართული წერისა დ მეტყველების კულტურა, ქართული ენათმეცნიერული აზრის ისტორია, კრიტიკული ტექსტის დადგენისა და ტექსტის პუბლიკაციის თეორიულკი და პრაქტიკული ასპექტები, ქართული ენის ისტორიული გრამატიკა.