![Main IMG](img/metsniereba1-286.png)
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
![](img/doc/ლალი სურმანიძე.jpg)
ლალი სურმანიძე
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. კითხულობს სალექციო კურსებს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სხვადასხვა სფეროში: ფსიქოლოგიაში, ანთროპოლოგიაში, სოციოლოგიაში. არის სამაგისტრო და სადოქტორო ინტერდისციპლინური პროგრამების – „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია“ – ხელმძღვანელი. ავტორია სამაგისტრო სწავლების დამხმარე სახელმძღვანელოსი – „ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური საზოგადოებები (თეორიული მოდელები, ემპირიული კვლევები)“ და მონოგრაფიისა „კულტურა მეთოდოლოგიურ პერსპექტივაში“. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო სტატია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.