![Main IMG](img/metsniereba1-286.png)
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
![](img/doc/ნანა კოშორიძე.jpg)
ნანა კოშორიძე
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ბიოქიმიის კათედრის სრული პროფესორი, ბიოქიმიის კათედრის გამგე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; სამეცნიერო კვლევითი ერთეულის – სტრესის მოლეკულური მექანიზმების შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი; გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო შრომა ნეიროქიმიის განხრით, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში; მოპოვებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ დაწესებული პ. ქომეთიანის სახელობის პრემია. არის 6 სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. მოპოვებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო გრანტი.