Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ნინო ლომიძე

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმა-რთულების მაგისტრი, დოქტორანტი, კლიმატოლოგი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი თემატიკაა კლიმატი და მისი თანამედროვე ცვლიება. ამ კუთხით იგი სწავლობს არა მხოლოდ კლიმატის ცვლილების ერთერთი ინდიკატორის – მყინვარების დინამიკას, არამედ თოვლის საფარისა და საქართველოს თერმული რეჟიმის ცვლილების საკითხებს. აღნიშნულ თემაზე გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო შრომა როგორც საქართველოს, ისე უცხოულ სამეცნიერო ჟურნალებში.

სისტემატურად მონაწილეობს კავკასიონის სამხრეთ ფერდობის მყინვარებზე ჩატარებულ საველე ექსპედიციებში (მდ.მდ. ენგურის, რიონის, თერგის აუზები). მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და საერთაშორისო კვლევებში "INTAS", "VOLKSWAGENSTIFTUNG“ ეგიდით. არის მონოგრაფიის –  "მყინვარების მონიტორინგი კლიმატის ცვლილების ფონზე” თანაავტორი.