ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1994-2000 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ხოლო 2004-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, 2005-2006 წლებში ის იყო ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნიცშეს სკოლის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის (ვაშინგტონი, აშშ) მკვლევარი ფულბრაიტის პროგრამით. არის 300-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, რომლებიც ეძღვნება ეკონომიკური განვითარების, მაკროეკონომიკის, პოსტკომუნისტური ეკონომიკის, გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის თეორიულ და გამოყენებით საკითხებს. პროფესორმა პაპავამ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1982 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ ეკონომიკურ-მათემატიკურ ინსტიტუტში, ხოლო სადოქტორო დისერტაცია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (1989 წელი) და ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1990 წელი).