სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი.
იენის ფრიდრიხ-შილერის სახელობის უნივერსიტეტის სახელმწიფოსა და სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული; მოპოვებული აქვს სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
2001-2013 წლებში, სხვადასხვა დროს იყო საქართვეელოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის გამგეობის წევრი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი; საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის სახელმწიფო კომისიის წევრი; TACIS-EU -პროექტის ექსპერტი; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექსპერტი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე და ამავე პალატის თავმჯდომარე.
2013 წლის იანვრიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი; 2014 წლის აგვისტოდან შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი; რუსთაველის ფონდის სამეცნიერო კვლევითი პროექტის ,,ევროპული სისხლის განვითარებისათვის საქართველოში“ სამეცნიერო ხელმძღვანელი; საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, ამავე სკოლის სისხლის სამართლის დეპარტამენტის უფროსი; ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების მეცნიერ-მკვლევარი, ალექსანდრე ჰუმბოლდტის სახელობის სამეცნიერო ფონდის სტიპენდიანტი; სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი.