თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, მორფოლოგიის მიმართულების პროფესორი, ბიოეფექტური ტექნოლოგიების ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. არის საქართველოს აგრარული აკადემიის აკადემიკოსი, ეკოლოგიის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ნიუ-იორკის მეც-ნიერებათა აკადემიის წევრი, ევროპული ნეირომეცნიერების საზოგადოებათა ფედერაციის წევრი. გახლავთ საერთაშორისო საგრანტო პროექტების მონაწილე, ჟურნალ “Medical news”-ის ექსპერტი, მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, რეგენერაციის საერთაშორისო ევროპული ასოციაციის კონფერენციის ორგანიზატორი, 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, ციტოლოგიის სახელმძღვანელოს ავტორი. კითხულობს სალექციო კურსებს: ციტოლოგია, უჯრედის ბიოლოგია და სხვა. ბიოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი, მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი.