Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ზვიად წამალაიძე

PhD ფიზიკის მეცნიერებაში, სამეცნიერო სექტორის უფროსი გაერთიანებული ბირთვული კვლების ინსტიტუტში, ქ. დუბნა. 2000 წლიდან დღემდე მონაწილეობს ექპერიმენტებში, რომლებიც ტარდება KEK, JPARC, იაპონია. არის კოორდინატორი ამ ექსპერიმენტებში საქართველოდან. 2002-2003 წლებში მუშაობდა KEK-ში, იაპონია; 2003-2013 წლებში 6-ჯერ  JSPS-ს გრანტი (მიწვეული პროფესორი), იაპონია; 1986-1993 წწ. მონაწილეობდა ექსპერიმენტებში დანადგარ ARES-ზე, JINR, დუბნა, რუსეთი; 1993-2004 წლებში საერთაშორისო კოლაბორაციაში PIBETA, PSI, Zurich, შვეიცარია; 1995-დღემდე მონაწილეობს ექსპერიმენტ CMS-ზე, LHC, ჟენევა, CERN, შვეიცარია;  2010 წლიდან დღემდე საქართველოს ჯგუფის უფროსი CMS-ზე; სამეცნიერო ინტერესები: იშვიათი დაშლები, ახალი გენერაციის რადიაქტიური დეტექტორები, ელექტრომაგნიტური და ჰადრონული კალორიმეტრები, არაორგანული კრისტალები. 310 სამეცნიერო შრომის თანაავტორი (რეფერირებად ჟურნალებში).