თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ანდროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის საქართველოს დიაბეტისა და მეტაბოლური დარღვევების შემწავლელი ახალგაზრდული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის ოფიციალური წევრი, გარდა ამისა, არის საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის გამგეობის, ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის ახალგაზრდა მკვლევართა ფრთის, ევროპის ინსულინ რეზისტენტობის შემსწავლელი ჯგუფის, ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის, ამერიკის კლინიცისტ ენდოკრინოლოგთა ასოციაციის, და ევროპის ანდროლოგთა ასოციაციის წევრი, ასევე ჟურნალ „Andrology“-ის ექსპერტი, მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი, 15-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კითხულობს სალექციო კურსებს: ენდოკრინოლოგიასა და ანდროლოგიაში სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის.