Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
დემური დემეტრაშვილი

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის  ინსტიტუტის ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების სექტორის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. არის მიხეილ ნოდიას სახელობის აკადემიური პრემიის ლაურეატი გეოფიზიკის დარგში(2012), ევროპის დედამიწის მეცნიერებათა კავშირის წევრი (2014). 2009 წლიდან არის გეოდეზიისა და გეოფიზიკის საერთაშორისო კავშირის ოკეანის ფიზიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის (IAPCO) ეროვნული კორესპონდენტი საქართველოდან და ოკეანის ექსპერტი (http://www.oceanexpert.net/). არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და ფორუმის მონაწილე, საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო გრანტების ძირითადი შემსრულებელი. მისი სამეცნიერო საქმიანობა და ინტერესები მოიცავს შავ ზღვაში ჰიდროდინამიკური პროცესებისა და მინარევების გავრცელების მათემატიკურ მოდელირებას; მეზომასშტაბური ატმოსფერული პროცესების მათემატიკურ მოდელირებას; ზღვა-ატმოსფეროს ურთიერთქმედებას; ასევე, მათემატიკური მოდელების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას. აღნიშნულ საკითხებზე მას გამოქვეყნებული აქვს 160-მდე სამეცნიერო ნაშრომი რესპუბლიკისა და უცხოეთის სამეცნიერო გამოცემებში.