თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, „სამართალმცოდნეობის“ სპეციალობით. 2003 წელს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის (გათანაბრებული სამართლის დოქტორთან) ხარისხი. 2004-2009 წწ-ში. იყო თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2009 წლის სექტემბრიდან 2011 წლის სექტემბრამდე იყო ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტ-სადოქტორო სტიპენდიანტი, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და პრევენციის სკოლისა და საჯარო სამართლისა და ისტორიულ-იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ვიზიტ-პროფესორი. 2010 წლიდან დღემდე კი არის ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის „თავისუფლება, უსაფრთხოება და სახელმწიფოთა ტრანსფორმაცია“ კვლევითი ჯგუფის წევრი.