Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ავთანდილ კორძაძე

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის  ინსტიტუტის ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების სექტორის ხელმძღვანელი. არის მერაბ ალექსიძისა (1996) და მიხეილ ნოდიას სახელობის  პრემიების ლაურეატი (2012), ევროპის დედამიწის მეცნიერებათა კავშირის წევრი (2014), ოკეანის ექსპერტი (http://www.oceanexpert.net/). 1996 წლიდან არის ჟურნალის „საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ჟურნალი, სერია ბ“ მთავარი რედატორი. არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და ფორუმის მონაწილე, საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო გრანტების ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო საქმიანობა და ინტერესები მოიცავს ოკეანისა და ატმოსფეროს დინამიკის ამოცანების მათემატიკურ დასაბუთებას, შავ ზღვასა და ატმოსფეროში ჰიდროთერმოდინამიკური და ეკოლოგიური პროცესების მათემატიკურ მოდელირებას, ზღვა-ატმოსფეროს ურთიერთქმედებას; აღნიშნულ საკითხებზე მას გამოქვეყნებული აქვს 170-მდე სამეცნიერო ნაშრომი რესპუბლიკისა და უცხოეთის სამეცნიერო გამოცემებში.