Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თამაზ მარსაგიშვილი

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტირტუტის რ.დოღონაძის სახ. თეორიულკვლევათა ლაბორატორიის გამგე, ევროსაიენსის (Euroscience) წევრი (1998 წლიდან), შავი ზღვის ქვეყნების წყლის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, ამერიკული ქიმიური საზოგადოების (ACS) წევრი.
2002-2003 (შეთავსებით) – სსიპ „შავიზღვისდაცვის, რესურსებისკვლევისა და ათვისების სახელმწიფო სააგენტოს” ხელმძღვანელის მოადგილე, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქიმიური, ელექტროქიმიური, ფოტოქიმიური და ფოტოელექტროქიმიური რეაქციების კინეტიკა; კონდენსირებულ გარემოში მოთავსებული მრავალატომიანი ნაწილაკების თერმოდინამიკა, ელექტრონულ-რხევითი და რამანის სპექტროსკოპია; არარეგულარულ კონდენსირებულ გარემოში ელექტრომაგნუტური ტალღების გავრცელება; რადიტალღური სპექტროსკოპია; ნანოსისტემები და ნანოპროცესები; კვანტურ-ქიმიური გამოთვლები; კატალიზი და ფოტოკატალიზი; ნანო- და მეზო-სტრუქტურეში მიმდინარე ქიმიური პროცესები; წყალბადის ენერგეტიკა; ინფორმაციული ტექნოლოგიები;
სამეცნიერო სტატიების რაოდენობა – 135 პატენტები საერთაშორისო სამეცნიერო გრანტები – 13.