ჟურნალი „თსუ მეცნიერება“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემაა. სამეცნიერო-პუპულარული ჟურნალის მიზანია საზოგადოებას უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. აქ წარმოდგენილია მასალები თანამედროვე კვლევების შესახებ, რომლებმაც უკვე მოიპოვეს საერთაშორისო გამოხმაურება; მიღებული აქვთ კვლევითი გრანტები; მათ შესახებ ქვეყნდება სტატიები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში; მოხსენებები წარმოდგენილია სამეცნიერო კონფერენციებზე; ხშირ შემთხვევაში ეს კვლევები წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია.
ჟურნალი მკითხველს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ისტორიასაც აცნობს; სკოლებს, რომლებიც აგრძელებენ წარმატებულ სამეცნიერო მოღვაწეობას; ადამიანებს, რომლებიც საქართველოს და მსოფლიოს სამეცნიერო კაპიტალს ქმნიან, XXI საუკუნის საერთაშორისო სამეცნიერო წრეების ღირსეული წევრები არიან; ჟურნალში წარმოდგენილია თსუ-ს სამეცნიერო ინსტიტუტები, მათი ისტორია და დღევანდელობა; აქ მიიღებთ ინფორმაციას თსუ-ში არსებულ სამეცნიერო ბაზებს, საერთაშორისო კონფერენციებს, რომლებშიც მონაწილეობას მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები იღებენ.
ჟურნალი გამოდის ორ - ქართულ და ინგლისურ ენებზე. პირველი ორენოვანი ჟურნალი 2011 წელს გამოვიდა და ყოველწლიურად ორი ნომერი გამოდიოდა; 2014 წლიდან კი გამოცემა უკვე ყოველწლიურია და ორ დამოუკიდებელ - ქართულ და ინგლისურ პუბლიკაციებად არის წარმოდგენილი.