Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ანთიმოზ ივერიელი და ევროპული განმანათლებლობა: ტექსტები და კონტექსტები"
07/06/2016

7 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის და ანთიმოზ ივერიელის სახელობის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელშეწყობით საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ანთიმოზ ივერიელი და ევროპული განმანათლებლობა: ტექსტები და კონტექსტები “ ჩატარდა.

კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ, რუმინეთის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში დიმიტრუ ბადეამ, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, საქართველოს საპატრიარქოს და რუმინეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლემა, თსუ სტუდენტებმა და პროფესორებმა.

კონფერენციის მიზანია ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის როლისა და ადგილის განსაზღვრა თანამედროვე კულტურაში; კონფერენციის ამოცანაა საერთაშორისო კვლევის ფოკუსში მოაქციოს ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური, საგანმანათლებლო, საერო და საეკლესიო მოღვაწეობის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა, რაც ახლებურად წარმოაჩენს ქართული თეოლოგიური და ფილოსოფიური აზროვნების განვითარების გზებს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები; ასევე მოეწყო ანთიმოზ ივერიელის შესახებ გამოქვეყნებული, ბიბლიოთეკაში დაცული პუბლიკაციებისა და წიგნების გამოფენა.