14 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლონდონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლისა (LSE) და მელბურნის უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროფესორ ლევან ალექსიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა. სიმპოზიუმის ფარგლებში მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად "ცივი ომის" დროინდელი საერთაშორისო სამართლის შექმნისა და განვითარების გამოცდილებას პროფესორი ლევან ალექსიძე გაეროს როგორც ნიუ-იორკის, ისე ჟენევის შტაბ-ბინებში მისი მოღვაწეობის ჭრილშიც განიხილეს.
სიმპოზიუმი გახსნის თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის 2017-2018 საჯარო ლექციების წყებასა და ასევე პირველია ღონისძიებათა ციკლში, რომელიც "ცივი ომის" დროინდელ საერთაშორისო სამართალს ეძღვნება. თსუ-სთან ერთად 14-17 სექტემბერს ღონისძიებებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მწერალთა სახლი მასპინძლობს.
სრული ინფორმაცია იხილეთ:
https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/pr/announcement/xkXKvjxJ_PGCwxaDj/