თსუ სტუდენტებმა იტალიის ქალაქ კალიარიაში გამართულ სტუდენტურ კონფერენციაში, "მე-8 ახალგაზრდა მკვლევართა შეხვედრა 8th YRM (young researchers meeting)" მიიღეს მონაწილეობა. თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფიზიკის დეპარტამენტის სტუდენტებმა და-ძმამ , ცოტნე და ეკატერინე დადიანებმა წარადგინეს მოხსენება თემაზე "მომღერალი ფურცელი" და პოსტერი თემაზე: "სინათლის ბეჭდები სითხის ვარდნილ სვეტში", რომელიც საუკეთესო პოსტერად დასახელდა.
სტუდენტების კონფერენციაში მონაწილეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფინანსა.
ცოტნე და ეკატერინე გვიყვებიან საკუთარი გამოცდილების, პროექტებისა და მიზნების შესახებ.
ეკატერინე დადიანი :
მე და ჩემი ძმა ადრეული ასაკიდან ვიყავით დაინტერესებულები მათემატიკა- ფიზიკით და საერთოდ მეცნიერებით.ჩვენი სკოლა კი გასაქანს გვაძლევდა ყველა მიმართულებით. კომაროვის სკოლას დღევანდელიგადმოსახედიდან კიდევ უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე იქ სწავლის დროს. ამ სკოლაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გონიერი ბავშვების უმრავლესობა სწავლობს და მაღალი ცოდნის მიღების საშუალების გარდა,არსებობს ზომიერად მხიარული და წყნარი სასწავლოგარემო.
მე-12 კლასში სწავლის პარალელურად ჩართულები ვიყავით სხვადასხვა პროექტში, რომელთაგანერთ-ერთი იყო “საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი” (GYPT). სადაც პირველადდავიწყეთ ჩვენს ამოცანებზე მუშაობა. ტურნირი საკმაოდ სპეციფიურია, რადგან ლაბორატორიულიმუშაობის გარდა, მოითხოვს პრეზენტაციის გაკეთების უნარ-ჩვევებს, აქ 6 თვიანი მუშაობის შემდეგგიწევს ჟიურის წევრებს წარუდგინო ნაშრომი და თან თავი დაიცვა ოპონენტისგან და შეფასდერეცედენტის მიერ. ამ სირთულეების დაძლევაში სკოლის მენტორები ძალიან გვეხმარებოდნენ.ტურნირი 2-3 დღე გრძელდება ხოლმე და ვლინდება გამარჯვებული გუნდი. რისშემდეგ ირჩევიან საუკეთესო “მებრძოლები” და კომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომელიცუკვე საერთაშორისო ტურნირზე 40 სხვა ქვეყანასთან ერთად განაგრძობსასპარეზს. ჩვენდაგვემთხვა რუსეთი , ეკატერინბურგი, სადაც წარმატებული გამოსვლები გვქონდა.
ცოტნე დადიანი :
ამის შემდეგ უკვე ჩავაბარეთ სახელმწიფო უნივერსიტეტში და დავიწყეთ პროექტებზე სერიოზულადმუშაობა და ჩვენ ამოცანებს უფრო სერიოზული სახე მივეცით. გავაგზავნეთ საერთაშორისოკონფერენციაზე, (მე-8 ახალგაზრდა მკვლევართა შეხვედრა , 8th Young Researchers eeting),საიდანაც მივიღეთ შესაბამისი მოწვევები: ეკა მომხსენებლად ხოლო მე პოსტერის წარმდგენად.ეს მოწვევები წარვადგინეთ და უნივერსიტეტმა მთლიანად დაგვიფინანსა იტალიისკუნძულზე, სარდინიაზე წასვლა.
ჩვენი პროექტები იყო შემდეგ თემებზე:“მომღერალი ფურცელი” -როდესაც თხელი პირის მქონე ფურცელს, ბალახს ან სხვა ელასტიურ, თხელ ფირფიტას შევუბავთჰაერის ნაკადს წარმოიქმნება ხმა, რომლის სიხშირე და ამპლიტუდა დამოკიდებულია ფირფიტის დაჰაერის ნაკადის პარამეტრებზე. კვლევა ეხება მათ გამოკვლებას სხვადასხვა პირობებშიექსპერიმენტულად, მის შედარებას თეორიასთან.
“სინათლის ბეჭდები სითხის ვარდნილ სვეტში”- სითხის ვარდნილ სვეტში წარმოქნილი ტალღოვანიბორცვების დაცემის მყარი ზედაპირით დასტაბილურების შემდეგ მიღებული სითხის ფორმებიშეძლება გამოვიყენოთ როგორც ოპტიკური სისტემა და განვიხილოთ მასში ლაზერის სხივის სვლადა დავიჭიროთ საინტერესო მომენტი როდესაც სინათლის სვეტის გაყოლებაზე მასში მიიღეებასინათლის რგოლები. კვლევაც სწორედ ამ ბეჭდებს შეეხება.
გამგზავრების წინ ლექტორების მიერ მივიღეთ შესაბამისი რჩევები და დარიგებები, რაც დაგვეხმარაჩვენი თავის უკეთესად წარმოსაჩენად უკვე კალიარიში.ეკას პროექტმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და ძალიან გაკვირვებულები იყვნენ მისი ასაკით, რომელიც გაცილებით ნაკლები იყო ყველა სხვა გამომსვლელთან შედარებით.კონფერენციის მეორე ნაწილი იყო პოსტერების წარდგენა, სადაც ჟიურიმ შეაფასა დაახლოებით 30პოსტერი და ჩემდა გასაკვირად საუკეთესო პოსტერად სწორედ ჩემი ნამუშევარი დასახელდა. რაცჩემი აზრით, დიდი წარმატება იყო.
სამომავლოდ,რა თქმა უნდა არ ვაპირებთ გაჩერებას და აქტიურად ვგეგმავთ სხვადასხვასამეცნიერო აქტივობებში ჩართვას, რომლის საშუალებასაც უნივერსიტეტი ნამდვილად იძლევა.