13 ოქტომბერს, 12:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება "ელსევიერის" ტრენინგი - Scopus ბაზის გამოყენება.
2014 წლიდან შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და Elsevier B.V.-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში რეგისტრირებული 22 ორგანიზაციისგან შემდგარ კონსორციუმს აქვს სრული წვდომა Elsevier B.V.-ის ბაზებზე: ScienceDirect® (2 000 ჟურნალი) და Scopus® (ციტირებისა და აბსტრაქტების უდიდესი ბაზა მსოფლიოში).
Scopus-ი არის რეფერირებადი ლიტერატურის აბსტრაქტებისა და ციტირებების უმსხვილესი ბაზა, რომელიც აღჭურვილია სამეცნიერო კვლევების ძიების/კონტროლის, ანალიზის და ვიზუალიზაციის ჩაშენებული ბიბლიომეტრიული მექანიზმებით. ბაზა მოიცავს 22000 გამოცემას 5000 საერთაშორისო გამომცემლისგან ფუნდამენტურ, ზოგადსაგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ტექნიკურ, სამედიცინო და ხელოვნების სფეროდან. Scopus შეიცავს 69 მლნ ჩანაწერს და ციტირებებს პუბლიკაციებზე 1970 წლიდან.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ეაუდიტორია.