Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
„ილია ჭავჭავაძე და თანამედროვე სამყარო: ქართულ-უკრაინული დიალოგი“
07/12/2017

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უკრაინისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია „ილია ჭავჭავაძე და თანამედროვე სამყარო: ქართულ-უკრაინული დიალოგი“ გაიმართა. წარმოდგენილი მოხსენებების მიზანი იყო ილია ჭავჭავაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის, მისი ნაწარმოებებისა და მსოფლმხედველობის რეცეფციის გამოვლენა უკრაინულ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში. თანამონაწილე ორგანიზაციები: საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემია; კიევის ნაციონალური უნივერსიტეტი, უკრაინული ლიტერატურის ისტორიის, თეორიისა და ლიტერატურული შემოქმედების კათედრა; უკრაინის საელჩო საქართველოში. კონფერენციის დასასრულს შედგა პროფესორ ოთარ ბაქანიძის ახალი მონოგრაფიის „ვინ მოყვარესა არ ეძებს...“ პრეზენტაცია.