Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ – სამეცნიერო საქმიანობის მოკლე მიმოხილვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სამეცნიერო კონკურსებში წარდგენილი/მიღებული პროექტების დინამიკა გვაჩვენებს, რომ თსუ მეცნიერები მუდმივად გამოირჩევიან განსაკუთრებული აქტიურობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი მათ მიერ მოპოვებული გრანტების რაოდენობა გასული წლების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეისთვის 200-ზე მეტი სამეცნიერო პროექტი ხორციელდება, მათ შორის 250-მდე – ეროვნული და 46 – საერთაშორისო. 2013 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტით კვლევებზე გათვალისწინებული იყო 23 მილიონ 837 ათასი ლარი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 35,8%-ია. 2014 წლის წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ 2014 წლის დინამიკა გაუმჯობესლებული იქნება.

თსუ საერთაშორისო კონფერენციები 2014
  • მეექვსე  ქართულ-გერმანული სკოლა და ვორკშოპი ფუნდამენტურ მეცნიერებებში
  • მას–სპექტრომეტრიის მე–10 საერთაშორისო კონფერენცია „PETROMASS – 2014“
  • ევრაზიის მე-8 საერთაშორისო  კონფერენცია: ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიაში (EAMHC 2014)
  • მე-3 საერთაშორისო კონფერენცია ორგანულ ქიმიაში (ICOC 2014), „ორგანული სინთეზი – განვითარების მამოძრავებელი ძალა“
  • საერთაშორისო კონფერენცია: „ნაციონალური ლიტერატურა და კულტურათშორისი კომუნიკაციები“
  • საერთაშორისო პედაგოგიური კონფერენცია: „ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო კითხვები“
  • სტუდენტ-არქეოლოგთა ვარძიის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია
  • საერთაშორისო კონფერენცია: „გენდერული და სკანდინავიური სწავლებანი: ენა, ლიტერატურა, სოციალური ურთიერთობები“
  • საერთაშორისო კონფერენცია: „შექსპირი 450“
  • საერთაშორისო კონფერენცია: „შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში“
  • კონფერენცია „არაფორმალურიდან მეამბოხე მმართველობამდე: სოციალური კაპიტალის ფორმები და ტრანსფორმაცია კავკასიასა და მის მიღმა“
  • საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული ღირებულებები და იდენტობა“
  • საერთაშორისო კონფერენცია – „ბაირონი დედანსა და თარგმანში“
  • საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს, კავკასიის და ცენტრალური აზიის ებრაელები“
  • სამეცნიერო კონფერენცია – „ერებისა და ლიტერატურების შეხვედრის ადგილი“
  • საერთაშორისო კონფერენცია „ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები“
  • სიმპოზიუმი: „ნაციონალური ლიტერატურები და კულტურული გლობალიზაციის პროცესი“
  • საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმი „თბილისის ბალკონი“
  • საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე ბიზნესი: სიახლეები, პრობლემები“
  • სემინარები „კონფლიქტების მოგვარების პოტენციალის გაზრდა და კრიზისული სიტუაციების მედიაცია და ლიდერობა„
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და სტატისტიკა“
  • სამეცნიერო კონფერენცია – „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“
  • მეორე საერთაშორისო კონფერენცია მედია სამართალში: „მედიის კანონი №2014 (Media Rule №2014). ქართულ-ევროპული პერსპექტივები“
  • საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „ღვიძლისა და პანკრეასის/ლანგერჰანსის კუნძულების ტრანსპლანტაცია – ორგანიზაციული, იურიდიული, კლინიკური და სამეცნიერო ასპექტები“
  • „ადამიანური რესურსების განვითარება ადგილობრივ თვითმმართველობაში„
  • „საკანონმდებლო ცვლილებები და განვითარების თანამედროვე ტენდენციები ქართულ სისხლის სამართალში„