Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ზურაბ ცაგარელი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თსუ ა. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ციტოლოგიის ლაბორატორიის გამგე. მისი კვლევის სფეროებია: სისხლძარღვთა ენდოთელიუმის პათოლოგიის თეორია, საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მორფო-ეპიდემიოლოგიური კვლევა. არის 8 მონოგრაფიის, 3 სახელმძღვანელოსა და 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.  არის თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტებთან  მუშაობის კოორდინატორი; საქართველოს პათოლოგანატომთა ასოციაციის და ჟურნალ „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის“ სარედაქციო საბჭოს წევრი; თსუ მედიცინის დარგში დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე. ევროპის ელექტრონული მიკროსკოპიის ასოციაციის პრეზიდიუმის და საქართველოს ციტოლოგთა ასოციაციის წევრი. გახლავთ საერათაშორისო და ეროვნული სამეცნიერო ფონდების, მათ შორის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული 2 საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებასა და ჩატარებაში. კითხულობს ლექციებს თსუ დოქტორანტებთან. დაჯილდოვებულია „ღირსების ორდენით“.