მისია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის 
მისია



1.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
       იურიდიული ფაკულტეტის მისია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი კავკასიის რეგიონში უმაღლესი იურიდიული განათლების ისტორიულად მნიშვნელოვანი კერაა. იგი კვლევისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით იძლევა ცოდნის შექმნისა და გადაცემის შესაძლებლობას, აყალიბებს ღირებულებათა სისტემას, რომელიც აუცილებელია ევროპული სამართლებრივი კულტურის მქონე პროფესიული საზოგადოებისათვის.
იურიდიული ფაკულტეტის მისიაა იყოს ლიდერი სამართლის სწავლებასა და კვლევაში, დააკავშიროს აკადემიური საზოგადოება კაუტელარულ იურისპრუდენციასა და პროფესიულ პრაქტიკასთან, მოამზადოს კრიტიკული აზროვნების მქონე, თანამედროვე ცოდნითა და ეთიკის მაღალი სტანდარტით აღჭურვილი პროფესიონალი, რომელიც შეძლებს პირადი პასუხისმგებლობის გრძნობით სამართლის უზენაესობის დაცვასა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაში ღირებული წვლილის შეტანას.

2.    ფაკულტეტის ღირებულებებია:
პროფესიონალიზმი, ტოლერანტობა, გუნდური მუშაობის პრინციპი;
სწავლა, სწავლებისა და კვლევის ეტიკეტის დაცვა;
აკადემიური თავისუფლების დაცვა;
სოციალური პასუხისმგებლობა.

ხედვა:
სამართლის შესწავლა და გამოყენება საზოგადოებრივი კეთილდღეობის მისაღწევად.





გამოქვეყნების თარიღი:2018-06-05 17:22:54