პროექტის ხელმძღვანელი:
ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი
ლელა ჯანაშვილი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი, ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. 2009-2011 წლებში იყო ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტ-სადოქტორო სტიპენდიანტი ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის, უსაფრთოხებისა და პრევენციის სკოლაში. არის ამავე უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საჯარო სამართლის დეპარტამენტის — „თავისუფლება, უსაფრთხოება და სახელმწიფოთა ტრანსფორმაცია“, კვლევითი ჯგუფის წევრი/მკვლევარი. პროექტის ხელმძღვანელი განსაზღვრავს ღონისძიების ძირითად სტრატეგიას. მის ფუნქციას, ღონისძიების თემატიკიდან გამომდინარე გეგმავს პლენარულ სექციებს, უზრუნველყოფს უცხოელ პროფესორთა ჩართულობას, ახორციელებს ზედამხედველობას პროექტის მიმდინარეობაზე, ასევე მონაწილეობს პლენარულ სექციებსა და კონფერენციაში.
პროექტის კოორდინატორი:
პროფესორი, სამართლის დოქტორი
ირაკლი ბურდული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, არის მოონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი, მრავალი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორი და მომხსენებელი. პროექტის კოორდინატორი მართავს და ადმინისტრირებას უწევს პროექტს, უზრუნველყოფს მონაწილეთა შორის შრომის განაწილებას, ახორციელებს პლენარულ სექციებში მონაწილე ძირითადი პერსონალის და პლენარული მომხსენებლების სალექციო მასალის შეკრებას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს. მონაწილეობას იღებს პლენარულ სექციებსა და კონფერენციაში.
პროექტის თანახელმძღვანელი:
ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი
გიორგი ამილახვარი, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2006 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2014 წლიდან სწავლა განაგრძო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამაზე. 2016 წელს იმყოფებოდა გერმანიაში კვლევით სტაჟირებაზე, ქალაქ ჰამბურგის მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის კვლევით ინსტიტუტში. 2017 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარი სხი. მისი დისერტაცია წარმოადგენს საქართველოში პირველ დაცულ ნაშრომს საერთაშორისო დოკუმენტურ აკრედიტივთან დაკავშირებით. სამეცნიერო კომიტეტის წევრი მონაწილეობს ღონისძიების სტრატეგიის შემუშავებაში და ხელმძღვანელობას უწევს დამხმარე პერსონალს შორის შრომის განაწილებას.