საერთაშორისო კონფერენცია


 17-18 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი, კომბინირებული ღონისძიების ― „ევროპის უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო (საქართველოს მაგალითი)“, ფარგლებში  გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „კონსტიტუციური  სახელმწიფოს  პასუხები  გლობალურ  საფრთხეებს“. სამეცნიერო ღონისძიებება ხორციელდება სსიპ ― შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 

 კონფერენციის პირველი დღე გაიმართება თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის 106-ე აუდიტორიაში, ხოლო მეორე დღე ― ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I აკად. კორპუსის 107-ე აუდიტორიაში. ღონისძიების დასაწყისი ― 11 საათი.

გამოქვეყნების თარიღი:2019-06-24 17:51:33