დადგენილება №110/2011
10 ოქტომბერი, 2011


ზოგიერთი სამაგისტრო პროგრამის
ამოქმედების შესახებ


 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 06.10.2011, №27471/02 და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 10.10.2011, №2678/25–00 წერილების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ამოქმედდეს შემდეგი სამაგისტრო პროგრამები ამ პროგრამებზე ხუთზე ნაკლები სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში:

ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები:

1.    ფილოსოფია;
2.    ქრისტიანობის ისტორია;
3.    ძველი ენები და ცივილიზაციები;
4.    მედიევისტიკა;
5.    ეთნოლოგია;
6.    ქართველური ენათმეცნიერება;
7.    გერმანული ფილოლოგია;
8.    ბერძნულ-რომაული ფილოლოგია;
9.    კავკასიოლოგია;
10.    თურქული ფილოლოგია;
11.    კულტურის კვლევები;
12.    კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია.

ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები :

1.    გამოყენებითი მათემატიკა;
2.    ფუნდამენტური ფიზიკა;
3.    ქიმია;
4.    ქიმიური ექსპერტიზა.


) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები:

1.    გენდერის კვლევა;
2.    მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები;
3.    კლინიკური ნეიროფსიქოლოგია;
4.    ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი