დადგენილება №11/2011
31 იანვარი 2011

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და  რექტორის 2010  წლის 25 ნოემბრის  № 112/01–01  ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.   დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე: რევაზ ჯორბენაძე, ასოცირებული პროფესორი
კომისიის მდივანი: გიორგი კვინიკაძე,  ასისტენტ-პროფესორი

ჟურნალისტიკის მიმართულება
ა) მარი წერეთელი - ასოცირებული პროფესორი
ბ) მანანა შამილიშვილი - ასოცირებული პროფესორი
გ) მარინა ხიზანიშვილი - ასოცირებული პროფესორი

2. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი