ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით
14 ნოემბერი, 2011
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების დამატებითი პირობების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პერსონალის მართვის, საფინანსო და იურიდიული დეპარტამენტების უფროსების 24.10.2011, №29087/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს, აკადემიური პერსონალის მიერ თავის ვალდებულებათა სრულფასოვნად შესრულების მიზნით, პედაგოგიური დატვირთვით (სააუდიტორიო საათები), უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყონ აკადემიური პერსონალი.
2. დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზებთან დაკავშირებით, თუ დამსაქმებელი (ფაკულტეტი) ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წესით არჩეულ აკადემიურ პერსონალს სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვით.
3. დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს, დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ.
4. დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) ან დამსაქმებლის (ფაკულტეტი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელფასის დაქვითვა განხორციელდეს აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, პრემია) 50%-დან, შეუსრულებელი პედაგოგიური დატვირთვის პროპორციულად (ერთი საათის საშუალო ღირებულების გაანგარიშების საფუძველზე).
5. დასაქვითი შრომის ანაზღაურების გაანგარიშება განხორციელდეს შესაბამისი სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე და გამოიცეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტი.
6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.
7. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
8. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული საკითხი დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
9. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი