დადგენილება №113/2011
14 ნოემბერი, 2011
14 ნოემბერი, 2011
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63–ე მუხლებისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 08.11.2011, №30491/02 საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინააარსის „ფ-ღ“ ქვეპუნქტები:
„ფ) შესავალი გამოყენებით სტატისტიკაში SPSS –ის ელემენტებით (დანართი №21);
ქ) SPSS–ის კურსი დოქტორანტებისათვის (დანართი №22);
ღ) კვლევის სტატისტიკური მეთოდები (დანართი №23);“.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი