დადგენილება №114/2011
14 ნოემბერი, 2011


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორთათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  04.11.2011 №30260/02  წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორებს ეკა აკობიასა და დავით მაცაბერიძეს გაუგრძლდეს ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა თსუ–ის რექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის №106/01–01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგად ასისტენტ–პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე კანდიდატთა არჩევამდე.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი