დადგენილება №115/2011 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ(კოდიფიცირებული)(ძალადაკარგული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2017 წლის 17 ნოემბრის №136/2017
დადგენილებით


ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
8.10.2012, №96/2012 და 1.05.2017, №47/2017
დადგენილებებით



დადგენილება №115/2011
14 ნოემბერი, 2011


 სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011  წლის 2 აგვისტოს №80/01-01 ბრძანებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 2 ნოემბრის დასკვნის (წერილი 14.11.2011, №30933/02) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

1) ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა:
ა) ამოღებულია; (1.05.2017, №47/2017)

2) თარგმანი და ლიტერატურული ურთიერთობები:
ა) ამოღებულია (8.10.2012, №96/2012);
ბ) ეკატერინე ნავროზაშვილი;

3) კლასიკური ფილოლოგია:
ა) რუსუდან ცანავა;
ბ) მანანა ფხაკაძე;

4) ახალი ბერძნული ფილოლოგია:
ა) ანა ჩიქოვანი;

5) ფრანგული ფილოლოგია (ფრანგული ლიტერატურა):
ა) ნანა გუნცაძე;

6) იტალიური ფილოლოგია:
ა) მაია ჯავახიძე;

7) ამერიკისმცოდნეობა:
ა) ვასილ კაჭარავა;

8) კავკასიოლოგია (კავკასიური ენები):
ა) მერაბ ჩუხუა;

9) აღმოსავლეთმცოდნეობა (არაბისტიკა):
ა) გიორგი ლობჟანიძე;

10) განათლების მეცნიერებები:
ა) ივანე მინდაძე.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი


გამოქვეყნების თარიღი:2017-04-27 17:20:25