დადგენილება №122/2011
19 დეკემბერი, 2011
19 დეკემბერი, 2011
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 19.12.2011, №34123/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. თსუ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილების მე–4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების კურიკულუმში (დანართი №142–178) პროგრამებზე მიღების წინაპირობად ბაკალავრის ხარისხის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სპეციალობაში გამოცდის ჩაბარებასთან ერთად განისაზღვროს უცხოური ენის (ინგლისური/გერმანული/ფრანგული) ცოდნის არანაკლებ B1 დონეზე დადასტურება (გამოცდის ჩაბარების ან საერთაშორისო აღიარების სერტიფიკატის წარმოდგენით).
2. თსუ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილების მე–4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების კურიკულუმში (დანართი №142–153, №157-162 და №164-178) არჩევითი სასწავლო კურსების ჩამონათვალს დაემატოს უცხოური ენის (ინგლისური/ გერმანული/ ფრანგული) სასწავლო კურსები:
ა) უცხოური ენა I – 5 კრედიტი (კვირაში 4 სთ).
ბ) უცხოური ენა II – 5 კრედიტი (კვირაში 4 სთ).
3. დამტკიცდეს თსუ ენების ცენტრის მიერ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ზემოაღნიშნული სამაგისტრო პროგრამებისათვის მომზადებული უცხოური ენის სასწავლო კურსების შემდეგი სილაბუსები:
ა) ინგლისური ენა I (დანართი №1);
ბ) ინგლისური ენა II (დანართი №2);
გ) გერმანული ენა I (დანართი №3);
დ) გერმანული ენა II (დანართი №4);
ე) ფრანგული ენა I (დანართი №5);
ვ) ფრანგული ენა II (დანართი №6).
4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
5. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
6. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი