დადგენილება №18/2011 სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)(ძალადაკარგული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2017 წლის 20 თებერვლის №19/2017 დადგენილებით


ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №93/2014 დადგენილებით

დადგენილება №18/2011

7 მარტი 2011


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 20 დეკემბრის №122/01-01 ბრძანებისა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის (სრულ და ასოცირებულ პროფესორთა) შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 7 მარტის დასკვნის (წერილი №04927/02) საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

კერძო სამართლის მიმართულებით:
ა) თამარ ზარანდია;
ბ) ეკატერინე შენგელია;
გ) სოფიო ჩაჩავა.

კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:
დ) ვასილ გონაშვილი

სისხლის სამართლის მიმართულებით:
ე) ამოღებულია; (29.09.2014, №93/2014)
ვ) მორის შალიკაშვილი.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი