დადგენილება №93/2011-სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
04.04.2016, №38/2016; №89/2017, 25.07.2017
 დადგენილებებით


დადგენილება №93/2011
19 სექტემბერი, 2011

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ 

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 6 ივნისის 54/01-01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2011 წლის 11 ივლისის №70/2011 დადგენილებით დამტკიცებული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 16 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს: 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ: 

ა) ამოღებულია; (№89/2017, 25.07.2017)
ბ) ამოღებულია; (№89/2017, 25.07.2017)
გ) საქართველოს ისტორია – ჯაბა სამუშია (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
დ) ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა – სოლომონ ტაბუცაძე (ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე);
ე) ამოღებულია; (04.04.2016, №38/2016) 
ვ) გერმანული ფილოლოგია – კონსტანტინე ბრეგაძე (ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე).

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას. 

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს. 

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                    ალექსანდრე კვიტაშვილი
რექტორი 
გამოქვეყნების თარიღი:2016-04-18 16:32:53