დადგენილება №22/2011
16 მარტი 2011
16 მარტი 2011
სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ – „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ და შპს – „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“) საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის შესახებ №13/2011 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 10.03.2011 №5414/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ - „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ და შპს – „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“) საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის შესახებ აკადემიური საბჭოს 7 თებერვლის №13/2011 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) მე–3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31 “ პუნქტი:
„ 31 . ყოფილი შპს – „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტიდან გადმოსულ III და IV კურსის სტუდენტებს არაიურიდიული და უცხო ენის მოდულის მოთხოვნები ჩაეთვალოთ შესრულებულად სესსუ-ის პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით.“;
ბ) მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ყოფილი შპს _ „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ (სესსუ) მაგისტრატურის სტუდენტები გადმოვიდნენ თსუ–ის სამაგისტრო პროგრამაზე.“.
გ) მე–4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „4 1“ პუნქტი:
„41. ყოფილი სსიპ - „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) და ყოფილი შპს _ „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ (სესსუ) მაგისტრატურის IV სემესტრის იმ სტუდენტებმა, რომლებიც იმავე სემესტრში დაასრულებდნენ სამაგისტრო პროგრამას, დაასრულონ სასწავლო კურსი შესაბამისად თეუსუ–ისა და სესსუ–ის პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად, თსუ–ის პროგრამების შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში.“;
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი