ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2018 წლის 27 დეკემბრის
№245/2018 დადგენილებით
დადგენილება №25/2011
16 მარტი 2011
16 მარტი 2011
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№54/2013, 25.03.2013; №45/2014, 19.05.2014;
№124/2016, 31.10.2016; №18/2017, 20.02.2017;
№77/2018, 26.02.2018 დადგენილებებით
№54/2013, 25.03.2013; №45/2014, 19.05.2014;
№124/2016, 31.10.2016; №18/2017, 20.02.2017;
№77/2018, 26.02.2018 დადგენილებებით
,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, წარმოადგენს რა, უნივერსიტეტის მართვის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ადგენს:
- დამტკიცდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტი“ ( დანართი 1) და მისგან გამომდინარე: უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის განმარტება (დანართი 2), სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანი (დანართი 3 ), საერთაშორისო რეცენზირებისათვის სტატიის წარმოდგენისა და მისი შეფასების წესი (დანართი 4), დოქტორანტის ინდივიდუალური კვლევითი გეგმა (დანართი 5), დოქტორანტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (დანართი 6), ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ (პროფესორის ასისტენტობა) (დანართი 7).
- ამოღებულია. (№124/2016, 31.10.2016)
- დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
- დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
რექტორი,
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი,
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე