დადგენილება №27/2011
  16 მარტი 2011

,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N249 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე



უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, წარმოადგენს რა უნივერსიტეტის მართვის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61–ე მუხლის პირველი, მე–3 და მე–6 ნაწილების, 63–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ადგენს:  

  1. ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N249 დადგენილებას პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

    ,,11. დადგენილება ვრცელდება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში 2011 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე”.


  2. ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №249 დადგენილების დანართი №1–ით დამტიცებულ ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალ რედაქცია“–ში  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

    ,,ა) მე–5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


    ,,1. დოქტორანტმა ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის განმავლობაში სწავლისა და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტი. დოქტორანტის ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, მისი მომდევნო სემესტრში  რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომ¬ლობა, რომელშიც უნდა დასაბუთდეს სწავლის/კვლევის გაგრძელების მიზანშე¬წო-ნილობა. ხელმძღვანელი შუამდგომლობას წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს და მის ასლს უგზავნის ფაკულტეტის დეკანსა და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს. სწავლის გაგრძელება შესაძლებელია  არაუმეტეს 4 სემესტრისა“.


    ბ) მე–14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


    ,,14. დისერტაციის შეფასება.

    1. სადისერტაციო კომისიის წევრების მიერ დისერტაციის შეფასება ხდება კონფიდენციალურად, ასქულიანი  სისტემით.
    2. დისერტაციის საბოლოო შეფასებისათვის სადისერტაციო კომისიის მიერ არჩეულ ხმის დამთვლელ კომისიას  გამოყავს ქულათა საშუალო არითმეტიკული, რომელსაც შეუფარდებს ლათინურ შეფასებას შემდეგი  სქემის მიხედვით:

    ა) ფრიადი ( summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

    ბ) ძალიან კარგი ( magna cum laude)  –  შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

    გ) კარგი ( cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

    დ) საშუალო ( bene) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 61-70%;

    ე) დამაკმაყოფილებელი ( rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 51-60%;

    ვ) არადამაკმაყოფილებელი ( insufficienter) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 41-50%;

    ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი ( sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები.


  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა”-,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.
  4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება ერთი წლის განმავლობაში გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლება.
  5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას”.

    გ) მე–18 მუხლის მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,7. ინდივიდუალურ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ მისი მომდევნო სემესტრში რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომ¬ლობა, რომელშიც უნდა დასაბუთდეს კვლევის გაგრძელების მიზანშეწონილობა. ხელმძღვანელი შუამდგომლობას წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს და მის  ასლს უგზავნის ფაკულტეტის დეკანსა და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს. სწავლის გაგრძელება შესაძლებელია  არაუმეტეს 4 სემესტრისა“.

    1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის №171 და „უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007 წლის 23 აპრილის N20 დადგენილებები.
    2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
    3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსა–ხურების ცენტრს.
    4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი